|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

გიორგი შავგულიძე:"შოთა მურღულია "ნაციონალების" ტრადიციის გამგრძელებელია"

ქუთაისის ილია ჭავჭავაძის სახელობის სამეცნიერო ბიბლიოთეკის ყოფილი დირექტორი,  გიორგი შავგულიძე უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულებას ითხოვს, რომლის თანახმადაც იგი ბიბლიოთეკის დირექტორის პოზიციას უნდა დაუბრუნდეს. გიორგი შავგულიძის თქმით, აღნიშნული თანამდებობიდან იგი 2007 წელს უსაფუძვლოდ გაათავისუფლეს. „ერთხელ სააპელაციო სასამართლომ და ორჯერ უზენაესმა სასამართლომ  მიიღო გადაწყვეტილება "ნაციონალური მოძრაობის" მმართველობის დროინდელი მერების მიერ ჩემი გათავისუფლების შესახებ  გადაწყვეტილების გაუქმებისა და ჩემი სამსახურში აღდგენის.  სამართლიანობის აღდგენის პრინციპიდან გამომდინარე, მივმართე მერიას უზენაესი სასამართლოს გადაწყევტილების გათვალისწინებისა და სამსახურში ჩემი ადგენის თაობაზე, მაგრამ ეს არ მოხდა და შოთა მურღულიამ გამოსცა ბრძანება, რომელიც არის მისი წინამორბედების მიერ მიღებული გადაწყვეტილებების ანალოგიური.“-განაცხადა გიორგი შავგულიძემ "დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში" გამართულ ბრიფინგზე.

 მას შემდეგ, რაც შავგულიძემ შოთა მურღულია "ნაციონალური მოძრაობის" ტრადიციის გამგრძელებლად მოიხსენია, ჟურნალისტებს ფოტო მასალა აჩვენა, რომლის თანახმადაც ადმინისტრაციული სამსახურის უფროსი ზვიად ჯავახია და ქალაქის მერი შოთა მურღულია "ნაციონალური მოძრაობის" აქტივს წარმოადგენდნენ.
 როორც მერიის პრესამსახურში განმარტეს, აღნიშნულ ფოტოებზე შოთა მურღულია არ არის გამოსახული, რაც შეეხება სამართლებრივ აქტს, გიორგი შავგულიძის სამსახურში აღდენის თაობაზე, მერიაში ამის თაობაზე კომენტარს მოგვიანებით გააკეთებენ.

ავტორი: ანა ჯიქია