|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

შოთა მურღულია: "სურათი სპეციალურად დაბურეს, რომ ჩემთვის მიემსგავსებინათ"

ქუთაისის მერი შოთა მურღულია საკრებულოს ყოფილი წევრისა და და ბიბლიოთეკის ყოფილი დირექტორის გიორგი შავგულიძის ბრალდებას ეხმაურება. გიორგი შავგულიძემ დღეს გამართულ ბრიფინგზე  ფოტოები წარმოადგინა და განაცხადა, რომ შოთა მურღულია "ნაციონალური მოიძრაობის" აქტივს წარმოადგენდა. ქალაქის მერის თქმით, ეს სიმართლეს არ შეესაბამება და ფოტოები სპეციალურადაა დაბურული: "საკრებულოს ყოფილი წევრი ამბობს, რომ 2012 წელს გია თევდორაძის გვერდით ვიდექი.  ესა არ შეესაბამება სიმართლეს, მაგ პერიოდში ქუთაისში არ ვიყავი, სურათი სპეციალურად დაბურეს, რომ ჩემთვის მიემსაგავსებიანათ. სურათზე არის ხონის მაჟორიტარი, დავით ჭავჭანიძე. სხავათაშორის, როცა გია თევდორაძეს ირჩევდნენ მერად, გიორგი შავგულიძე იმ 23 დეპუტატს შორის იყო, რომელმაც მას მხარი დაუჭირა", - განაცხადა შოთა მურღულიამ. 

აღდგება თუ არა ბიბილოთეკის დირექტორის თანამდებობზე გიორგი შავგულიძე, ამასთან დაკავშირებით ქალაქის მერს კომენტარი არ გაუკეთებია.

ავტორი: ანა ჯიქია