|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

„ტორპედოს“ დუბლებმა ხონის „იმერეთი“ დაამარცხეს

„ტორპედოს“ დუბლშემადგენლობამ ხონის „იმერეთი“ დაამარცხა. გიორგი სუხიაშვილისა და ვლადიმერ ჭყონიას შეგირდებმა პირველლიგელ ხონის „იმერეთს“ 4:0 სძლიეს.პირველი ტაიმის ბოლოს, დუბლიორებმა მეტოქის კარის დალაშქვრა ორჯერ მოახერხეს. ხონელთა კარში ბურთები ლაშა ჩიხლაძემ და ანრი ზაქარაშვილმა გაიტანეს.

75-ე წუთზე გოლი  ხონელთა კარში  დავით იონანიძემ  გაიტანა,  83–ე წუთზე კი, გუნდის უპირატესობა ოთხამდე გაბრიელ საღირაშვილმა გაზარდა.

„ტორპედოს“ დუბლიორების  შემადგენლობა ასეთი იყო:  გეგუჩაძე, ფანცხავა, ბურძენაძე, ნიკოლაძე, კუჭუხიძე, მარდალეიშვილი, ზაქარაშვილი, ნამიჭეიშვილი, ჩიხლაძე, გიორგაძე, გოგუაძე.

შეცვლაზე კვერნაძე, წიქარიშვილი, ხვიჩია, საღრიშვილი, ბურჯანაძე, იონანიძე, ჯავახაძე, გაგოშიძე, გაბუნია შევიდნენ.

ტორპედოელები მოგებით მიმდინარე ტურნირის ნახევარფინალში გავიდნენ.

ავტორი: ნიუპრესი