|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

უკრაინის გენერალური პროკურორის მოადგილის პოსტზე დავით საყვარელიძე ოფიციალურად წარადგინეს

უკრაინის გენერალურმა პროკურორმა, ვიქტორ შოკინმა თავისი პირველი მოადგილის პოსტზე დავით საყვარელიძე ოფიციალურად წარადგინა. უკრაინული მედიის ინფორმაციით, საყვარელიძე გენერალურ პროკურატურაში კადრებს, ევროინტეგრაციისა და უკრაინის პროკურატურის რეფორმირების საკითხებს უხელმძღვანელებს.

ცნობისთვის, დავით საყვარელიძის კანდიდატურა უკრაინაში ანტიკორუფციული ბიუროს ხელმძღვანელის პოსტზეც განიხილებოდა.

საქართველოში მას 2009-2010 წლებში თბილისის პროკურორის პოსტი ეჭირა, ხოლო 2010-2012 წლებში მთავარი პროკურორის მოადგილე იყო. 2012 წლიდან  კი ის საქართველოს პარლამენტის დეპუტატია ფრაქცია "ნაციონალური მოძრაობიდან". ქვეყნიდან მისი წასვლის შემდეგ პარლამენტში დეპუტატის მანდატს, სავარაუდოდ, ეკა ხერხეულიძე მოიპოვებს.

ავტორი: ნიუპრესი