|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

"მადლიერების სახლში" ბავშვთა ცერებრალური დამბლის რეაბილიტაციის ცენტრი გადმოდის

"მადლიერების სახლის" პირველ სართულზე, მოკლე ხანში, ბავშვთა ცერებრალური დამბლის რეაბილიტაციის ცენტრი დაიდებს ბინას. ამის შესახებ "Newpress.ge"-ს საკრებულოს ჯანდაცვისა და სოციალური კომიტეტის თავმჯდომარემ, თეიმურაზ ნადირაძემ განუცხადა.  

სოციალური მომსახურების  სააგენტოები კი,  რომლებიც მანამდე იქ ფუნქციორირებდნენ,  ჩეჩელაშვილის ქუჩაზე, "სემეკის" ყოფილ შენობაში  გადავიდნენ.  

  „პირველ სართულზე გამოთავისუფლდა 850 კვადრატული მეტრი. გადაწყვეტილია, რომ გადმოვიდეს ბავშვთა ცერებრალური დამბლის რეაბილიტაციის ცენტრი, რომელიც ავტოქარხნის პოლიკლინიკის მესამე სართულზეა განთავსებული, სართულებზე ასეთი დაავადების მქონე ბავშვების აყვანა კი სირთულეებთანაა დაკავშირებული“, - განაცხდა თეიმურაზ ნადირაძემ.  

მისივე   თქმით, მადლიერების სახლში  განთავსდება დღის ცენტრები, ინვალიდთა კავშირი, ასევე სოციალური და ჯანდაცვის მიმართულების სხვა ორგანიზაციები: "ჯანდაცვის სამინისტროსა და ადგილობრივი თვითმმართველობის გადაწყვეტილებით, აქ უნდა განთავსდეს ჯანმრთელობისა და სოციალური მიმართულების  სამსახურები, დღის ცენტრები, ინვალიდთა კავშირი",- განაცხადა საკრებულოს ჯანდაცვისა და სოციალურ საკითხთა კომისიის თავმჯდომარემ. 

მისი თქმით, შენობასთან დაკავშირებული იურიდიული საკითხები  ერთ კვირაში  გადაწყდება, რის შემდეგაც შესაძლებელი იქნება შენობის ახალი ფუნქციით დატვირთვა.

ავტორი: ანა ჯიქია