|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის პოსტზე პრეზიდენტმა ნინო გვენეტაძე წარადგინა

საქართველოს პრეზიდენტმა, გიორგი მარგველაშვილმა უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის პოსტზე ნინო გვენეტაძის კანდიდატურა წარადგინა. ნინო გვენეტაძე სამართალმცოდნე, უზენაესი სასამართლოს ყოფილი მოსამართლეა. გვენეტაძეს, რამდენიმე მოსამართლესთან ერთად, უფლებამოსილება წინა ხელისუფლების მმართველობის დროს  შეუწყვიტეს. 
ნინო გვენეტაძე საქართველოს პრეზიდენტს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის კანდიდატად რამდენიმე არასამთავრობო ორგანიზაციამ წარუდგინა.

ახლა ჯერი პარლამენტზეა, დაუჭერენ თუ არა მხარს კანონმდებლები პრეზიდენტის მიერ წარდგენილ კანდიდატურას, ეს რამდენიმე დღეში გახდება ცნობილი. ამ პოსტზე ნინო გვენეტაძის კანდიდატურის დამტკიცებას 76 პარლამენტარის ხმა სჭირდება.
უზენაესი სასამართლოს მოქმედ თავმჯდომარეს, კონსტანტინე კუბლაშვილს უფლებამოსლების ვადა 23 თებერვალს ეწურება. 

ავტორი: ნიუპრესი