|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

პოლიციელის შეურაცხყოფის კიდევ ერთი ფაქტის შესახებ გახდა ცნობილი

პოლიციელის შეურაცხყოფის კიდევ ერთი ფაქტის შესახებ გახდა ცნობილი. ინფორმაციას ახალგაზრდებსა და პოლიციელებს შორის მომხდარი  დაპირისპირების შესახებ, რომელსაც თან იარაღიდან გასროლა მოყვა,  ტელეკომპანია "რუსთავი 2" ავრცელებს. გავრცელებული ვერსიით, ნციდენტი გლდანისმიკრორაიონში, 48- კორპუსთან მოხდა, სადაც

 ახალგაზრდები სვამდნენ, რა დროსაც ერთმანეთში შელაპარაკება მოუვიდათ. ადგილზე საპატრულო პოლიციის მისვლის შემდეგ, დაპირისპირება ახალგაზრდებსა და სამართალდამცველებს შორის გაგრძელდა.
დაუდასტურებელი ინფორმაციით, ერთ-ერთმა ახალგაზრდამ, რომელმაც  მათ საქმეში 
პატრულის ჩარევა გააპროტესტა, პოლიციელს იარაღი წაართვა და გაისროლა. ასევე გავრცელებული ცნობით, ჩხუბის შედეგად ერთი სამართალდამცველი დაიჭრა. ადგილობრივის თქმით, პოლიციელს სახეში ხელი გაარტყეს და მას სახიდან სისხლი სდიოდა. 

აღნიშნულ ინფორმაციას უარყოფს შინაგან საქმეთა სამინისტრო. როგორც უწყებაში აცხადებენ, მომხდარზე გამოძიება დაწყებულია.

ავტორი: ნიუპრესი