|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

რის ხარჯზე გაიზარდა წერეთლის უნივერსიტეტში სტუდენტთა კონტინგენტი?

ქუთაისის აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტში მიმდინარე წელს სტუდენტთა კონტინგენტი 10%–ით გაიზარდა. როგორც სასწავლებლის ადმინისტრაციაში აცხადებენ, საბაკალავრო პროგრამასა და ერთსაფეხურიან სამედიცინო პროგრამაზე 1 775 სტუდენტი  ჩაირიცხა.

უნივერსიტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის ხელმძღვანელის კოტე სირბილაძის თქმით, მიმდინარე წელს  ადგილები სრულად შეივსო ბიზნესის, სამართლისა და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტზე, სადაც 555 სტუდენტი მიიღეს. 500 სტუდენტი ჩაირიცხა ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტზე. აღნიშნულ ფაკულტეტზე ყველა ადგილი სრულად  შეივსო ფრანგული და რუსული ენების გარდა.

ნორმალური მიღება გვქონდა ჯანდაცვის ფაკულტეტზე, სადაც თითქმის ყველა ადგილი შეივსო. შედარებით დათმო პოზიციები პედაგოგიურმა ფაკულტეტმა. მიმდინარე წელს აქ 150 სტუდენტი მივიღეთ, რაც რეგიონის მოთხოვნებისთვის სავსებით საკმარისია. მიმდინარე წელს მიღება გაუმჯობესდა ისეთ პრობლემურ ფაკულტეტებზე, როგორიცაა საინჟინროტექნიკური, საინჟინროტექნოლოგიური, აგრარული და საზღვაო ფაკულტეტები. მიმდინარე წელს გვყავს  სხვადასხვა რაოდენობის სასწავლო გრანტის მფლობელი 400 სტუდენტი გვაქვს. შედეგების თვალსაზრისით მიმდინარე წელი ნამდვილად კარგი იყო.    ჩვენთვის მნიშვნელოვანია ის, რომ უნივერსიტეტი ხდება პოპულარული“, – ამბობს კოტე სირბილაძე.

როგორც უნივერსიტეტის ადმინისტრაციაში აცხადებენ, მიმდინარე წელსაც უცვლელი რჩება რეგიონიდან საუკეთესო სტუდენტების დედაქალაქში გადინების პრაქტიკა. „ჩვენი ყველა პროგრამა აკრედიტებულია და იმედი გვაქვს, რომ ეს სტუდენტები ჩვენთან დაბრუნდებიან.  სტუდენტთა ახალი კონტინგენტის მიღების პარალელურად, უნივერსიტეტში ხორციელდება მობილობის პროცესი და 200–მა სტუდენტმა უკვე გამოთქვა სასწავლებლად  აქ გადმოსვლის სურვილი“, – ამბობს კოტე სირბილაძე.

უნივერსიტეტში სასწავლო წელი 17 სექტემბერს  მაგისტრანტებისთვის დაიწყებახოლო 24 სექტემბრიდან საწავლო პროცესში ბაკალავრები ჩაერთვებიან.  

ავტორი: ქრისტინა ქარჩხაძე