|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

თერჯოლის საკრებულოს „ნაციონალი“ წევრი სასამართლომ 1000 ლარით დააჯარიმა

თერჯოლის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დეპუტატი როლან მესხი საუბნო საარჩევნო კომისიის საქმიანობაში ჩარევის ფაქტზე დააჯარიმეს. საკრებულოს „ნაციონალი“ დეპუტატი საუბნო კომისიის ცალკეული წევრებისათვის მითითებებისა და დირექტივებს გასცემდა.

საუბარი ეხება სოფელ ნახშირღელის #18 საუბნო საარჩევნო კომისიაში 26 აგვისტოს მომხდარ ინცინდენტს, როდესაც კომისიის სხდომის მიმდინარეობისას როლანდ მესხის მხრიდან ადგილი ჰქონდა საარჩევნო უბნის კომისიისათვის ხელის შეშლის ფაქტს.

თერჯოლის საკრებულოს წევრის როლანდ მესხის ადმინისტრაციული წესით დასჯის მოთხოვნით  #49 თერჯოლის საოლქო საარჩევნო კომისიაში საჩივარი  ამავე კომისიაში „ქართული ოცნების“ წევრმა  მარინა გაბეხაძემ შეიტანა. მარინა გაბეხაძის თქმით, კომისიის პირველ სხდომაზე საკრებულის დეპუტატი უბანზე მაშინ მივიდა, როდესაც უფლებამოსილებები კომისიის წევრებს შორის უკვე გადანაწილებული იყო. უბანზე მისვლისას საკრებულოს წევრმა კომისიის მდივანი გარეთ გაიყვანა, რომელმაც უკან დაბრუნებისას მდივნობაზე უარი განაცხადა, რაც მოგვიანებით, ოჯახური მდგომარეობით ახსნას.

თერჯოლის #49 საოლქო საარჩევნო კომისიამ განიხილა წარმოდგენილი საჩივარი და გამოავლინა, რომ 26 აგვისტოს #18 ნახშირღელის საუბნო საარჩევნო კომისიის

სხდომაზე, მუშაობის პროცესში იმყოფებოდა თერჯოლის მუნიციპალიტეტის წევრი

როლანდ მესხი. ამ უკანასკნელის მხრიდან ადგილი ჰქონდა საუბნო საარჩევნო

კომისიის საქმიანობაში ჩარევას. მიუხედავად კომისიის წევრის მ.

გაბეხაძის გაფრთხილებისა, რომ მას დაეტოვებინა სხდომა, იგი არ დაემორჩილა ასეთ

მოთხოვნას. თერჯოლის #49 საოლქო საარჩევნო კომისიამ დაადგინა, რომ საუბნო საარჩევნო კომისიის გადაწყვეტილების შეუსრულებლობისათვის, კერძოდ კი საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“ 86-ე მუხლის

დარღვევისათვის, თერჯოლის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრი როლანდ

მესხის მიმართ შემდგარიყო ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი," - ნათქვამია ცესკოს მიერ გამოქვეყნებულ ანგარიშში „ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში შემოსული განცხადება/საჩივრების და მედიის საშუალებებში გავრცელებულ ინფორმაციაზე რეაგირების შესახებ“.

საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის მიერ შედგენილი სამართალდარღვევის ოქმი და მასალები გადაიგზავნა ზესტაფონის რაიონულ სასამართლოში. სასამართლოს მიერ დაკმაყოფილდა თერჯოლის #49 საოლქო საარჩევნო კომისიის

თავმჯდომარის შუამდგომლობა. მიღებული დადგენილებით თერჯოლის

მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრი როლანდ მესხის 1000 ლარით იქნა დაჯარიმებული.

ავტორი: თეა ზიბზიბაძე