|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

შხამქიმიკატების სიძვირის გამო სათბურებში პროდუქცია ფუჭდება

ქუთაისში, ვაკისუბნის სასათბურე მეურნეობაში შხამქიმიკატების სიძვირის გამო პროდუქცია ფუჭდება. 2000 მეტრ ფართობზე განთავსებული სათბურის პროდუქციის რეალიზებას მოსახლეობა ვერ ახერხებს. მათი თქმით, საწვავზე არსებული მაღალი ფასები მათ მოსავალზეც აისახება, ბაზრის არ არსებობის გამო კი, რეალიზაცია ვერ ხერხდება.

,,არ გვაქვს შემოსავალი, რომ დასაქმებულებიც გავისტუმროთ და ოჯახშიც გვქონდეს შემოსავალი. სეძვირეა შხამქიმიკატებზე. ტრანსპორტირებასაც ვერ ვახერხებთ რომ გავიტანოთ ბაზარზე. საშინელ და გაჭირვებულ მდგომარეობაში ვართ. კრედიტები გვაქვს გამოტანილი და ვერ ვიხდით“ – ამბობს სათბურის მფლობელი ჟუჟუნა სალდაძე.

სასათბურე მეურნეობაში არსებული პრობლემებით დაინტერესედა ,,ქრისტიან – დემოკრატიული მოძრაობის“ ქუთაისის მაჟორიტარობის კანდიდატი გიორგი ახვლედიანი, რომელმაც აღნიშნა, რომ სოფლის მეურნეობის განვითარებისთვის უნდა გაიცეს დაბალპროცენტიანი, შვიდ წელზე გათვლილი სესხები. ოთხ წელს თანხას გლეხი გადაიხდის, დანარჩენს კი აგრობანკები.  

,,მთავარი პრობლემა, რაც სასათბურე და სოფლის მეურნეობაშია, არის სახელმწიფოს სრული იგნორირება ამ პრობლემის მოსაგვარებლად. იმდენად ძვირია პროდუქციის წარმოება, რომ ეს პროდუქცია ვერ უწევს კონკურენციას უცხოეთიდან შემოსულ დაბალხარისხიან პროდუქტს“ – აღნიშნა გიორგი ახვლედიანმა.

გიორგი ახვლედიანის თქმით, სანამ რუსული ბაზარი დაბრუნდება, მანამდე ადგილობრივი ბაზრის განვითარება აუცილებელია. გამარჯვების შემთხვევაში, პრობლემების მოგვარებისა და სოფლის მეურნეობის განვითარებისთვის ,,ქრისტიან – დემოკრატები“ 1 000 000 ლარის გამოყოფას გეგმავენ. 

ავტორი: ხათუნა მაისურაძე