|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

„ქრისტიან-დემოკრატები“ სადაზღვევო პოლისების გაუმჯობესებას აუცილებლად თვლიან

ჯანდაცვის სფეროს წარმომადგენლებს, პენსიონრებსა და დაინტერესებულ პირებს „ქრისტიან-დემოკრატების“ ერთ-ერთი ლიდერი მაგდა ანიკაშვილი ქუთაისში შეხვდა.

მაგდა ანიკაშვილის თქმით, იმისათვის, რომ ყველა ადამიანს სამედიცინო დაწესებულებაში მისვლისა და მომსახურების მიღების შესაძელებლობა ჰქონდეს,  აუცილებელია უკვე არსებულ სადაზღვევო პაკეტში ცვლილებების შეტანა, ხოლო იმ ადამიანებისათვის, რომლებიც დაზღვეულები არ არიან, სხვადასხვა სახელმწიფო პროგრამა უნდა არსებობდეს.

„ქრისტინა–დემოკრატიული მოძრაობა“ განაგრძობს თითოეული პროფესიული ჯგუფისათვის კონკრეტულ სფეროში არსებული პრობლემებისა და ამ პრობლემებთან დაკავშირებით ჩვენს მიერ შემუშავებული პროგრამის გაცნობას. დღეს ჩვენ ვისაუბრეთ იმაზე, რას გეგმავენ „ქრისტიან-დემოკრატები“ ჰოსპიტალური სექტორისა და დაზღვევის სახელმწიფო პროგრამების გაზრდის მიზნით. აუცილებელია, დღეს მოქმედი სადაზღვევო პოლისების გაუმჯობესება, მედიკამენტების კომპონენტის დაფინანსებისა  და იმ მედიკამენტების ჩამონათვალის ზრდა, რომელსაც სადაზღვევო კომპანია ანაზღაურებს. ხოლო იმ ადამიანებისათვის, რომლებიც სადაზღვევო პოლისებს არ ფლობენ, სახელმწიფომ მათთვის სხვადასხვა სახელმწიფო სადაზღვევო პროგრამა უნდა აამოქმედოს,“ - ამბობს მაგდა ანიკაშვილი.

ქდმ-ს  საარჩევნო პროგრამის ერთ-ერთ მიმართულებას სწორედ ხელმისაწვდომი ჯანდაცვა და სოციალური უზრუნველყოფა წარმოადგენს. 

ავტორი: ქრისტინა ქარჩხაძე