|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

დედამიწის დღესთან დაკავშირებით ქუთაისში ხეები დარგეს

დედამიწის დღესთან დაკავშირებით ქუთაისში ხეები ახალგაზრდებთან ერთად, ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებმა დარგეს. გამწვანების აქცია პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე  მოეწყო. აქცია ახალგაზრდული საინიციატივო ჯგუფის ორგანიზებით ჩატარდა. 

22 აპრილი დედამიწის დღედ 1970 წლიდან აღინიშნება.  ყოველი წლის 22 აპრილს 176 ქვეყანაში ამ დღეს აღნიშნავენ სხვადასხვა ორგანიზაციები. მილიონობით მოხალისე გარემოს დაცვის მიზნით მონაწილეობს ისეთ აქციებში, როგორიცაა: ბაღების და სკვერების გამწვანება, დასუფთავება და ა.შ. ადამიანები ცდილობენ დაზოგონ ელექტროენერგია.

 საქართველო 1990 წლიდან შეუერთდა იმ ქვეყნების რიცხვს, სადაც დედამიწის დღე აღინიშნება. 

ავტორი: ანი ლიპარიშვილი