|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

რა ქონებას ფლობს ზესტაფონის გამგებელი?

საინფორმაციო სააგენტო ,,ნიუპრესი“ აგრძელებს საჯარო მოხელეთა ქონებრივი დეკლარაციების გამოქვეყნებას. შემდეგი საჯარო მოხელე, რომლის ქონებრივ მდგომარეობას გაგაცნობთ, ზესტაფონის მუნიციპალიტეტის გამგებელი ტარიელ თუთარაშვილია. თუთარაშვილმა დეკლარაცია 2014 წელს შეავსო, რომლის მიხედვითაც მისი ქონებრივი მდგომარეობა ასე გამოიყურება: 200.00 კვ.მ ფართობის საცხოვრებელი სახლი, ორი 72,00 და 48,00 კვ.მ ფართობის მქონე ბინა. მის მფლობელობაშია ასევე ხუთი მიწის ნაკვეთი და ერთი არასაცხოვრებლი ფართი. აღნიშნული დეკლარაციის მიხედვით მის მფლობელობაში ასევე 10 000 ამერიკული დოლარია. აქვე ვგებულობთ იმასაც, რომ გარდა ზესტაფონის მუნიციპალიტეტის გამგებლობისა, თუთარაშვილი სს ბანკი "ქართუ"-ს ქუთაისის ფილიალის დირექტორია, სადაც მისი წლიური შემოსავალი 23,920 ლარია. თუთარაშვილის, როგორც გამგებლის წლიური შემოსავალი კი 10,731 - ლარია.

ავტორი: გიგა გელხვიიძე

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 33.65%
გაუარესდა - 52.88%
არ შეცვლილა - 13.46%
სულ - 104 ხმა