|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ქუთაისის მოსახლეობა 2016 წლის ბიუჯეტის პრიორიტეტებს განიხილავს

ქუთაისის 2016 წლის ბიუჯეტის ფორმირებაში მოსახლეობის ჩართულობის მიზნით, პროექტის „ეს მუშაობს“ ფარგლებში შეხვედრები დაიწყო. დღეს წერეთლის უნივერსიტეტში 120- მდე სხვადასხვა სტატუსის მქონე პირი მომავალი წლის ბიუჯეტთან დაკავშირებით თავის მოსაზრებებს გამოთქვამდა.

"ამ პროექტმა გასულ წელს გაამართლა, მოქალაქეების მიერ გამოთქმული წინადადებები ბიუჯეტის ფორმირებისას გაითვალისწინეს. ამჯერად პრიორიტეტებში ინფრასტრუქტურულ და სოციალურ საკითხებს  კულტურული სფეროს დაემატა“,-განაცხადა ქუთაისის განათლების, განვითარების და დასაქმების ცენტრის „ხელმძღვანელმა ლიკა კილაძემ.

„ძალიან კარგია,რომ გვაქვს საშუალება ჩვენი აზრი დავაფიქსიროთ ბიუჯეტის დაგეგმვის პროცესში, მეორე საკითხია,რამდენად გაითვალისწინებენ ჩვენს აზრს“,-განაცხადა პროექტის მონაწილემ გულნარა გაბუნიამ.

პროექტი მონაწილეობას სულ  500-მდე მოქალაქე მიიღბს.

ავტორი: ეკა შალამბერიძე

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 33.65%
გაუარესდა - 52.88%
არ შეცვლილა - 13.46%
სულ - 104 ხმა