|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ნატოს შესახებ სემინარს იმერეთის გუბერნატორი ესწრება

სსიპ "ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის" ინიციატივითა და ორგანიზებით დასავლეთ საქართველოში მომუშავე ჟურნალისტებისთვის წყალტუბოში ორდღიანი სემინარი იმართება. სემინარის მთავარი მიზანი ჟურნალისტებისთვის საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესის შესახებ ინფორმაციის მიწოდებაა, ასევე მედიის როლისა და ჩართულობის გაზრდა საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესში. დღევანდელი შეხვედრა იმერეთის გუბერნატორმა გივი ჭიჭინაძემ და სსიპ "ნატოსა და ევროკავშირის შესახბ საინფოემაციო ცენტრის" დირექტორმა ელენე გოცაძემ გახსნეს. „შეხვედრაზე, სადაც ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულება განიხილება ესწრებიან სხვადასხვა მედია საშუალებების წარმომადგენლები, რაც მისასალმებელია. აღნიშნული შეხვედრა კიდევ უფრო შეუწყობს ხელს მოსახლეობის ინფორმირებას,"- განაცხადა გივი ჭიჭინაძემ.

ნატოსა და ევროკავშირის შესახბ საინფომაციო ცენტრის დირექტორის ელენე გოცაძის განცხადებით, წყალტუბოში მნიშვნელოვანი სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს.

 დღევანდელ შეხვედრაზე, გარდა ასოცირების ხელშეკრულების საკითხებისა განხილული იქნება სფლის მეურნეობის პროგრამებიც. წყალტუბო არის ის ადგილი, სადაც აქტიურად მიმდინარეობს რეკონსტრუქცია. აღნიშნულ სამუშაოებს და წინსვლას გაეცნობა სხვა რეგიონების  ჟურნალისტები, რაც ხელს შეუწყობს ინფორმაციის უკე გავრცეებას“-განცხადა ელენე გოცაძემ.

                                   

ავტორი: გიგა გელხვიიძე

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 33.65%
გაუარესდა - 52.88%
არ შეცვლილა - 13.46%
სულ - 104 ხმა