|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

წიგნის პრეზენტაცია ქუთაისის ბიბლიოთეკაში

წიგნის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით ქუთაისის ილია ჭავჭავაძის სახელობის სამეცნიერო ბიბლიოთეკაში წიგნის პრეზენტაცია გაიმართა.  ,,ქართულ-ირანული ლიტერატურულ-ენობრივი ურთიერთობანი - ასე ჰქვია ირანისტიკის პროფესორ ნომადი ბართაიას წიგნს, რომლის პრეზენტაციასაც ირანის ისლამური რესპუბლიკის საელჩოს წარმომადგენელი მოჯთაბა ქამრანფარდი დაესწრო.  „წიგნის პრეზენტაცია ჩვენი და ქართული მხარის ერთობლივი შედეგია, ხელს შეუწყობს ლიტერატურულ და ენობრივ ურთიერთობებს. ამ ტიპის ღონისძიებებს ჩვენ კვლავ ჩავატარებთ“, - განაცხადა  მოჯთაბა ქამრანფარდიმ.

ნომადი ბართაია წიგნზე რამდენიმე წლის განმავლობაში მუშაობდა, მასში  ქართულ-ირანული ურთიერთობების შესახებ სამეცნიერო სტატიებია თავმოყრილია.

„წიგნზე რამდენიმე ათეული წელი ვმუშაობდი, აქ თავი იმ სამეცნიერო სტატიებმა მოიყარა, რომლებიც  მნიშვნელოვნად მივიჩნიე. ვფიქრობ, დააინტერესებს მკითხველს. მნიშვნელოვანია, რომ ეს პრეზენტაცია წიგნის დღეს დაემთხვა და ასევე ის, რომ მას ირანის საელჩოს წარმომადგენელი ესწრება,“- განაცხადა ნომადი ბართაიამ.

ბიბლიოთეკაში წიგნის სტენდზე 30-მდე წიგნი გამოფინეს, რომელიც ირანის კულტურის განყოფილების მიერაა დაფინანსებული. 



ავტორი: ანა ჯიქია

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 33.65%
გაუარესდა - 52.88%
არ შეცვლილა - 13.46%
სულ - 104 ხმა