|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ბელორუსიას და საქართველოს შორის საერთაშორისო შეთანხმებები გაფორმდა

ბელორუსიას და საქართველოს შორის საერთაშორისო შეთანხმებები გაფორმდა.  დოკუმენტებს ხელი საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციაში, ეკონომიკის, ფინანსთა, შინაგან საქმეთა, საგარეო საქმეთა, განათლებისა და სოფლის მეურნეობის მინისტრებმა და მათმა ბელარუსმა კოლეგებმა მოაწერეს. ხელმოწერის ცერემონიას საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი და ბელორუსიის პრეზიდენტი ალექსანდრე ლუკაშენკო დაესწრნენ. ხელმოწერილია 10-ზე მეტი შეთანხმება, რომელიც საქართველო-ბელარუსის სამთავრობო უწყებების მჭიდრო თანამშრომლობას გულისხმობს. შეთანხმებებს შორის  არის თანამშრომლობა ორი ქვეყნის საგარეო უწყებებს შორის, დანაშაულთან ბრძოლის სფეროში, საბაჟო საკითხებში, ჯანდაცვის, განათლებისა და სოფლის მეურნეობის სფეროებში. ფორმდა ურთიერთგაგების მემორანდუმი იუსტიციის სამინისტროებს შორის. გაფორმდა დოკუმენტი ორმაგი დაბეგვრის თავიდან აცილების  საკითხებში, ასევე საბაჟო სფეროში "საბაჟო საკითხებში ურთიერთდახმარებისა და თანამშრომლობის შესახებ", რომელსაც  ხელი ფინანსთა მინისტრმა ნოდარ ხადურმა და ბელარუსის საგარეო საქმეთა მინისტრმა ვლადიმირ მაკეიმ მოაწერეს. დოკუმენტების  მიზანი, ქვეყნებს შორის ეკონომიკური თანამშრომლობის გაღრმავებისა და ინვესტიციების მოზიდვის ხელშეწყობაა. მან ასევე უნდა შეუწყოს ხელი  საბაჟო კანონმდებლობის სათანადოდ გამოყენების, ასევე საბაჟო წესების დარღვევის წინააღმდეგ ბრძოლის, გამოძიებისა და აღკვეთას.

 

ავტორი: ანა ჯიქია

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 33.65%
გაუარესდა - 52.88%
არ შეცვლილა - 13.46%
სულ - 104 ხმა