|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

გოგი წულაია: "მოვუწოდებ მძღოლებს, არ გადაიხადონ პარკირების საფასური"

პარტია "თავისუფალი საქართველოს" იმერეთის ორგანიზაციის ხელმძღვანელი ქუთაისში  გოგი წულაია პარკირების ტენდერის ჩაშლას ეხმაურება. მისი თქმით, ეს ფაქტი კორუფციის ნიშნების მატარებელია. "მაქვს ინფორმაცია, ტენდერი იმიტომ ჩაიშალა, რომ სხვადასხვა ძალები ვერ იყოფენ წილებს. ვთვლი, რომ რაც არ უნდა აფორმონ ხელშეკრულებები და აგრძელონ ვადები ადრე გამარჯვებულებთან, ინდივიდუალურ მეწარმეებთან, ეს არის უკანონო. ეს არის კორუფცია და მარაზმი", - განაცხადა გოგი წულაიამ. 

იგი ქუთაისელ მძღოლებს მოუწოდებს, არ გადაიხადონ პარკირების საფასური. "არავინ იცის, სად მიდის და რას ხმარდება გადახდილი თანხები, თუ ვინმე რაიმეს ეტყვით მძღოლებს თანხის გადაუხდელობის გამო, მზად ვარ, მათ მაგივრად ვიჩხუბო", - ამბობს გოგი წულაია. 
პარკირების 660 000 ლარიანი აუქციონი 20 აპრილს მეორედ ჩაიშალა.

ავტორი: ანა ჯიქია