|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

თერჯოლაში რელიგიური დაპირისპირება გამწვავდა


თერჯოლაში "იეჰოვას მოწმეებსა" და მართლმადიდებელ მრევლს შორის ურთიერთობა კვლავ გამწვავდა. დაპირისპირების  მიზეზი   ქალაქის ცენტრში იეჰოვას მოწმეების მიერ გამგეობის ნებართვით სახლის მშენებლობის დაწყებას გახდა. ამის გამო ადგილობრივმა მრევლმა აქციები გასული წლის ივნისის თვეშიც გამართა, რის შემდეგაც ქალაქის ხელმძღვანელობამ განკარგულება გამოსცა, რომლითაც მშენებლობა შეაჩერა. თერჯოლის გამგებელი თეიმურაზ ჯაფარიძე სანაცვლოდ "იეჰოვას მოწმეებს" აღნიშნული ადგილიდან რამდენიმე ასეულ მეტრში ტერიტორიის გამოყოფას დაპირდა.
თუმცა "იეჰოვას მოწმეები" წინააღმდეგი არიან სახლი სხვა ადგილზე ააშენონ. მათ ქალაქის ხელმძღვანელობის მიერ გამოცემული განკარგულება სახლის მშენებლობის შეჩერების შესახებ ზესტაფონის სასამართლოში გაასაჩივრეს. სასამართლომ გამგეობის მიერ გამოცემული განკარგულება შეაჩერა და სახლის მშენებლობის შესახებ გაცემული ნებართვა ძალაში დატოვა. სახლის აშენებას კი მართლმადიდებლები ეწინააღმდეგებიან.
 რა ვითარებაა ამჟამად თერჯოლაში, ამის გარკვევას ჩვენი კორესპონდენტი ადგილზე ცდილობს.  დამატებითინფორმაციას "ნიუპრესი"  მოგვიანებით მოგაწვდით.

 


ავტორი: გიგა გელხვიიძე