|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ჯანდაცვის სამინისტრო პერინატალური სერვისებისთვის საპილოტე პროექტს იწყებს

ჯანდაცვისა და სოციალური დაცვის სამინისტრო პერინატალური სერვისების მიმწოდებელ დაწესებულებეთან პილოტურ პროგრამას იწყებს.  პროგრამა პირველ ეტაპზე  იმერეთსა და რაჭა-ლეჩხუმ-ქვემო სვანეთს მოიცავს. პროგრამის ფარგლებში სამშობიარო სახლებს დონეები მიენიჭებათ. პროცესი უზრუნველყოფს პაციენტის მოხვედრას შესაბამის დროს და ადგილას. პროექტის პრეზენტაცია ქუთაისში სასტუმროში "ბაგრატი 1003" გაიმართა. პრეზენტაციას ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე ზაზა სოფრომაძე, ჯანმრთელობის დაცვის დეპარტამენტის უფროსი მარინა დარახველიძე, იმერეთის გუბერნატორი გივი ჭიჭინაძე და სამშობიარო დაწესებულებების წარმომადგენლები ესწრებოდნენ. "არ შეიძლება, ყველა ორსული ერთი სახის დაწესებულებამ მიიღოს. ორსულობის პროცესის მიმდინარეობის მიხედვით ზუსტად უნდა შეირჩეს ის დაწესებგულება, რომელიც მას ესაჭიროება", - განაცხადა ზაზა სოფრომაძემ პრეზენტაციის მსვლელობისას. 

პროგრამამ უნდა შეამციროს დედათა და ბავშვთა სიკვდილიანობის მაჩვენებელი. როგორც ჯანმრთელობის დაცვის დეპარტამენტის უფროსმა მარინა დარახველიძემ პრეზენტაციისას განაცხადა, სიკვდილიანობის მაჩვენებლის კოეფიციენტი 27, 7- ია, მაშინ, როცა 11,13 -ია ზღვარი. 
" ვიმედოვნებ, ეს პროგრამა წარმატებით განხორციელდება და შევძლებთ მის მთელი ქვეყნის მასშტაბით დანერგვას. პროცესი უზრუნველყოფს თითოეული პაციენტის მოხვედრას შესაბამის ადგილას, რაც მნიშვნელოვნად შეამცირებს დედათა და ბავშვთა სიკვდიალიანობას და გართულებას, ამავდროულად ფუჭ დანახარჯს პერინატალური მომსახურეობის პროცესში", - განაცხადა მარინა დარახველიძემ.
პერინატალური სამსახურების რეგიონალიზაციის დონეების შეფასებასა და პილოტურ პროექტს კოორდინაციას საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროში შექმნილი საკოორდინაციო ჯგუფი უწევს. 

ავტორი: ანა ჯიქია