|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

მეორე მსოფლიო ომის მონაწილეებს 1000 ლარით დაეხმარებიან

ფაშიზმზე გამარჯვების 70 წლისთავთან დაკავშირებით, მეორე მსოფლიო ომის მონაწილე 1800 ვეტერანს ერთჯერადად 1000 ლარით დაეხმარებიან.  მარჩენალდაკარგული 500 ოჯახი კი  500 ლარიან დახმარებას მიიღებს. პრემიერის ეს ინიციატივა  მთავრობის დღევანდელ სხდომაზე დაამტკიცეს.  
„საიუბილეო თარიღთად დაკავშირებით 1000 ლარიანი დახმარებების გაცემა არის ჩვენი ხელისუფლების დამოკიდებულების გამოხატულება, თუ რამდენად ვაფასებთ ვეტერანთა წვლილს ამ დიდ გამარჯვებაში. ვიმედოვნებთ, ამ თანხით მათ მიეცემათ საშუალება ღირსეულად შეხვდნენ 9 მაისის თარიღს,"-განაცხადა მთავრობის ადმინისტრაციის უფროსმა მაია ცქიტიშვილმა.

ავტორი: ანა ჯიქია