|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ამ ეტაპზე ელექტროენერგიის ტარიფის გაზრდა არ იგეგმება

ამ ეტაპზე ელექტროენერგიის ტარიფის გაზრდა  არ იგეგმება, - ამის შესახებ  საქართველოს პრემიერ-მინისტრმა  მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა.
 ირაკლი ღარიბაშვილმა ენერგეტიკის სამინისტროს, „ენერგო-პრო ჯორჯიას" და სემეკ-ის წარმომადგენლებს მიმართა, რომ  შიდა საუბრების გასაჯაროებით მოსახლეობას ხელოვნურად არ უნდა დაიძაბონ.
„ეს ყველაფერი ძალიან ჰგავს ხელოვნურად დადგმულ სპექტაკლს. ყველას მივმართავ თხოვნით, თავი შეიკავონ და ხელოვნურად ნუ ძაბავენ მოსახლეობას, ვიდრე არ იქნება ჩამოყალიბებული პოზიცია. არავითარი ტარიფის მატება არ იგეგმება", - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.


ავტორი: ანა ჯიქია