|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

თერჯოლის გამგებელსა და ჟურნალისტებს შორის ინციდენტი მოხდა

თერჯოლაში რელიგიური დაპირისპირების გასაშუქებლად ჩასულ ჟურნალისტებსა და რაიონის გამგებლელს შორის ინციდენტი მოხდა. ამის შესახებ თერჯოლიდან "ნიუპრესის" კორესპონდენტი იტყობინება. მისი თქმით,  თემურ ჯაფარიძე ჟურნალისტების მიერ დასმულმა შეკითხვამ გააღიზიანა, რის შემდეგაც შენობის დატოვებისაკენ მოუწოდა.  ამ წუთებში თერჯოლის გამგეობასთან საპატრულო პოლიციაა მობილიზებული, რომელიც თავად ჟურნალისტებმა გამოიძახეს.

ისინი ირწმუნებიან, რომ გამგებელმა მათ სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა, ერთ-ერთ ჟურნალისტს დაზიანდა  ხელი.

ავტორი: გიგა გელხვიიძე