|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

26 მაისს სამხედრო აღლუმი არ გაიმართება

26 მაისს სამხედრო აღლუმი არ გაიმართება. საქართველოს მთავრობამ  9 და 26 მაისს გასამართი ღონისძებების  გეგმა დაამტკიცა. მთავრობის ადმინისტრაციის უფროსის,  მაია ცქიტიშვილის თქმით,  საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს სამხედრო აღლუმი არ იქნება, თუმცა  საზეიმო ღონისძიებები გაიმართება.  მასში მონაწილეობის საშუალება ყველა მოქალაქეს ექნება"საქართველოს ყველა მოქალაქეს ექნება საშუალება, მონაწილეობა მიიღოს როგორც 9 მაისს, ისე 26 მაისს დაგეგმილ ღონისძიებებში. ვფიქრობ, ორივე თარიღი სახელმწიფო ზეიმის ტოლფასი გახდება. 26 მაისს აღლუმი არ იქნება, მაგრამ იქნება ფიცის დადების ცერემონია, რისი ტრადიციაც ბოლო 2 წლის განმავლობაში ჩვენ დავამკვიდრეთ და თავისუფლების მოედანზე გაიმართება

 ღონისძიებების ფარგლებში მოეწყობა სახალხო სეირნობა - ზეიმი, რომელიც შარშან და შარშანწინაც გაიმართა. რუსთაველის გამზირზე ისევ იქნება განლაგებული სამინისტროები თავიანთი პროექტებით, ასევე მოეწყობა სხვადასხვა გასართობი ღონისძიება. საღამოს პარლამენტის შენობასთან დაგეგმილია დიდი კონცერტი. გამოყვანილი იქნება სამხედრო ტექნიკაც და გამოიფინება ისტორიული კოსტიუმები", - განაცხადა მაია ცქიტიშვილმა. 
საქართველოს დამოკიდებლობის დღეს სამხედრო აღლუმი მესამე წელია აღარ იმართება.

ავტორი: ანა ჯიქია