|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ყაჩაღობა თერჯოლაში

თერჯოლის მუნიციპალიტეტში ყაჩაღობა მოხდა. ექვსი ნიღბიანი ცეცხლსასროლი იარაღით  ჭანკვეტაძეების სახლში შეიჭრა. იმ დროისთვის ოჯახში  ცოლ-ქმარი და ერთი მოხუცებული იმყოფებოდნენ. 
დაზარალებულების განცხადებით, ბოროტმოქმედებმა მათ ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს. იარაღის ძალით დიდი ოდენობით ოქროულობა და თანხა წაიღეს. მომხდარზე გამოძიება მიმდინარეობს.

გავრცელებული ინფრომაციით, პოლიციამ ფაქტთან დაკავშირებით ადგილობრივი მოქალაქე დაკითხა.  როგორც ეჭვმიტანილის ბებია, ციცო ხუსკივაძე აღნიშნავს, მისი შვილიშვილი პოლიციის განყოფილებიდან ნაცემი დაბრუნდა, მეორე დღეს კი ისევ წაიყვანეს პოლიციაში.

                             

ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი