|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ქუთაისის მერია ქალაქის კულტურული განვითარების კონცეფციას მიიღებს

 ქუთაისის კულტურული განვითარების კონცეფციის შემუშავებისათვის მერიის კულტურის, სპორტის, განათლების, ძეგლთა დაცვის და ახალგაზრდობის საქმეთა სამსახურის კულტურის განყოფილება კონკურსს  აცხადებს.  განცხადების თანახმად, პრიორიტეტი მიენიჭება ურბანულ ხელოვნებაზე, კულტურულ ტურიზმზე, საერთაშორისო ფესტივალების დაფუძნებასა  და თანამედროვე ხელოვნების განვითარებაზე ორიენტირებულებ    პროექტებს.

პროექტებს განიხილავს ქალაქის კულტურის განვითარებაზე მომუშავე საკონსულტაციო საბჭო, რომლის შემადგენლობაშიც  ქეთი ალექსიძე - საქართველოს აეროპორტების გაერთიანების დირექტორი; მირანდა მირიანაშვილი - მომღერალი, თანამედროვე ხელოვნების კურატორი და კოლექციონერი; ხატია შამუგია - ,,ისი პარის’’ მარკეტინგის დირექტორი; გიორგი ბარკალაია ,,ვი თი ბი ბანკის’’ მარკეტინგის დირექტორი; ნიკო ნერგაძე - ჟურნალისტი და მარკეტოლოგი; ნიკოლოზ რაჭველი - ე.მიქელაძის სახელობის საშემსრულებლო ხელოვნების ეროვნული ცენტრის სამხატვრო ხელმძღვანელი; ნოდარ მიქიაშვილი - ქ. ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერიის ვიცე-მერი შედიან. განაცხადის წარდგენა მოხდება ქ.ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერიის კულტურის განყოფილების ელექტრონულ მისამართზე - culturekutaisi@gmail.com  2015 წლის 1 მაისიდან 1 ივნისის ჩათვლით. 

კონკურსის შედეგად გამოვლინდება 3 გამარჯვებული პროექტი, რომელთა ავტორებიც შევლენ ქალაქის კულტურის განვითარებაზე მომუშავე საკონსულტაციო საბჭოს შემადგენლობაში.

 

 

ავტორი: ირინა მაკარიძე