|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

C ჰეპატიტის მქონე პაციენტების რეგისტრაცია იწყება

C ჰეპატიტის მკურნალობის პროგრამაში მონაწილეობისთვის პაციენტების რეგისტრაცია იწყება.  28 აპრილიდან მოქალაქეებს შეეძლებათ დოკუმენტაციით თბილისსა და რეგიონებში  არსებულ მომსახურების სააგენტოს რაიონულ ცენტრებს მიმართონ.

სავალდებულო დოკუმენტების ნუსხაში შედის:  პირადობის მოწმობის ასლი, “ფორმა 100”,  ბოლოს ჩატარებული კვლევების პასუხები. 

რეგისტრაციის ხელახლა  გავლა მოუწევთ იმ პაციენტებსაც, რომლებიც ინტერფერონის პროგრამაში უკვე მონაწილეობენ .

C ჰეპატიტის პროგრამის ფარგლებში პირველ ეტაპზე მონაწილეობას სამი კლინიკა:  ინფექციური საავადმყოფო, კლინიკები "ჰერა" და "ნეოლაბი" მიიღებენ. 

ავტორი: ანა ჯიქია