|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ქუთაისის მერია სახლების გადახურვის სამუშაოებისთვის 300 ათას ლარს იხდის

,,ღატაკი ოჯახი“-ს სტატუსის მქონე ოჯახების საცხოვრებელი სახლების გადახურვის სამუშაოებისთვის ქუთაისის მერია ერთეტაპიან ელექტრონულ ტენდერს აცხადებს. ტენდერის ღირებულება 300. 000. 00 ლარს შეადგენს.

 მიმწოდებელი ვალდებულია უზრუნველყოს ,,ღატაკი ოჯახი“-ს სტატუსის მქონე ოჯახების საცხოვრებელი სახლების გადახურვის სამუშაოები (60 ობიექტი). სამუშაოების შესრულება უნდა განახორციელოს ხელშეკრულების დადებიდან 80 (ოთხმოცი) კალენდარული დღის განმავლობაში. მიმწოდებელი ვალდებულია არანაკლებ 4 მუშა ჯგუფით ერთდროულად აწარმოოს სამუშაოები არანაკლებ 4 ობიექტზე.

შემსყიდველი უფლებამოსილია სამუშაოების შესრულების პარალელურად მოახდინოს სამუშაოების შემოწმება, რომლის მიზანია მისი შესაბამისობის დადგენა ხელშეკრულებით გათვალისწინებულ პირობებით.  ინსპექტირების ჯგუფი ამოწმებს სამუშაოს შესრულების მოცულობას, ხარისხს და ვადებს.

                                                        

 

ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი