|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ზესტაფონში მოვაჭრეებმა აქცია გამართეს

ზესტაფონში მოვაჭრეებმა აქცია გამართეს. როგორც ისინი აცხადებენ, მათ ბაზრის ხემძღვანელობა  მუშაობისთვის შესაბამის  პირობებს ვერ უქმნის. მათივე თქმით, თავის დროზე  ახალ სავაჭრო ცენტრში იძულებით გადაიყვანეს. „აქ იძულებით გადმოგვიყვანეს. კარგ პირობებს გვთავაზობდნენ,  ფულიც კი შესთავაზენ ხალხს, ოღონდ პირეველები გადმოსულიყვენენ, რომ სხვებიც წამოჰყოლოდათ. გაძვირებულია ჩეკის თანხა. ყოველდღე წაგება მიგვაქვს სახლში და ეს არ აინტერესბთ“, - განაცხადა ერთ-ერთმა მოვაჭრე დალი სალდაძემ.

მოვაჭრეები პირობების გაუმჯობესებას ითხოვენ. წინააღმდეგ შემთხვევაში, ძველი ბაზრის შენობში დაუბრუნდებით და ცენტრალური მაგისტრალის გადაკეტვით იმუქრებიან.

 

ავტორი: ანა ჯიქია