|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

„ერთი საათი ავტომობილების გარეშე“–აქცია ხონში

ხონის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა დედამიწის დღესთან დაკავშირებით აქცია ერთი საათი ავტომობილების გარეშეგაიმართა.

აქციას ორგანიზება ხონის საგანმანათლებლო რესურსცენტრმა და სსიპ მანდატურის სამსახურის პროფორიენტაციის და კარიერის დაგეგმვის სამსახურმა გაუწია.რომლის ფარგლებშიც დღეს სიმბოლურად ერთი საათით გზა გადაიკეტა, პარალელურად მოსწავლეებმადედამიწის დღისმნიშვნელობაზე სხვადასხვა სახის აქტივობები ჩაატარეს და მოეწყო ველოსიპედებით სეირნობა.

 აქციის ფარგლებში მოსწავლეებმა ხონში არსებულ წარმოება-დაწესებულებების და სამსახურების ხელმძღვანელებს სიმბოლური მოსაწვევები წარწერითშემოგვიერთდითდაურიგეს.

შეგახსენებთ, რომ დედამიწის დღე პირველად 1970 წლის 22 აპრილს ამერიკის შეერთებულ შტატებში აღინიშნა და ის მსოფლიოში ერთ - ერთი ყველაზე მასშტაბური გარემოსდაცვითი ღონისძიებაა. წელს დედამიწის დღე 45-ედ აღინიშნა. ყოველი წლის 22 აპრილს ღონისძიებაში 190-ზე მეტი ქვეყნის, 20 ათასამდე ორგანიზაცია და მილიონობით მოხალისე მონაწილეობს.

ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი