|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

გარემოს დაცვის მინისტრი ელგუჯა ხოკრიშვილი თანამდებობიდან გადადგა

საქართველოს გარემოს დაცვის მინისტრი ელგუჯა ხოკრიშვილი თანამდებობიდან გადადგა. მისი თქმით, ამ ეტაპზე მისთვის მნიშვნელოვანი მის ოჯახთან ყოფნაა. ელგუჯა ხოკრიშვილი  პროფესიული საქმიანობის გაგრძელებას საზღვარგარეთ აპირებს. "ჩემთვის დიდი პატივია ამ გუნდში მუშაობა, მაგრამ არის მომენტები, როდესაც რთული არჩევანია გასაკეთებელი. ამ ეტაპზე პრინციპულად მნიშვნელოვანია, ვიყო ჩემს ოჯახთან, რომელიც, ცხოვრობს საქართველოს საზღვრებს გარეთ. აღნიშნული გადაწყვეტილება მაძლევს შესაძლებლობას განვიხილო საინტერესო შემოთავაზებები, რომელიც საშუალებას მომცემს გავაგრძელო პროფესიული საქმიანობა და ვიცხოვრო ჩემ შვილთან ერთად.

ცხადია, ამ გადაწყვეტილების მიღებამდე ვესაუბრე მთავრობის მეთაურს და მადლობელი ვარ, რომ მან ჩემი პოზიცია გაიზიარა", - განაცხადა  ელგუჯა ხოკრიშვილმა. 

ელგუჯა ხოკრიშვილი გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრად 2014 წლის ივლისიდან მუშაობდა. 

ავტორი: ანა ჯიქია