|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ევროკავშირი საქართველოს 30 მილიონ ევროს გამოუყოფს

რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი ნოდარ ჯავახიშვილი  ევროკავშირის წარმომადგენლობის  ხელმძღვანელს საქართველოში იანოშ ჰერმანს შეხვდა. შეხვედრაზე ყურადღება საბიუჯეტო დახმარებაზე გამახვილდა. ევროკავშირი საქართველოს რეგიონული განვითარების პროგრამის ფარგლებში, შესაბამისი ღონისძიებების განხორციელების მხარდასაჭერად  30 მილიონ ევროს გამოუყოფს, საიდანაც 8 მლნ ევროს, პირველი ტრანშის სახით, საქართველო 2015 წელს მიიღებს.

პროგრამის მიზანი რეგიონების სოციალურ-ეკონომიკური განვითარების ხელშეწყობა, რეგიონების კონკურენტუნარიანობის ამაღლება და არათანაბარი გარემოს შეცვლაა. 

ავტორი: ანა ჯიქია