|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ნინოშვილის სკვერთან კორპუსის მშენებლობას მოსახლეობა აპროტესტებს

  ქუთაისელები ნინოშვილის სკვერთან მრავალსართულიანი კორპუსის მშნებლობას აპროტესტებენ. მათი თქმით, კორპუსი სრულიად დააბნელებს პარკს და იქ დასვენება შეუძლებელი გახდება. მოსახლეობა აცხადებს, რომ დარღვეულია საზღვრები და მშენებარე კორპუსი სკვერის ტერიტორიაზეა შეჭრილი. მოქალაქეებს  პარტია ,,თავისუფალი საქართველოს" იმერეთის ორგანიზაციის ხელმძღვანელი გოგი წულაიაც შეუერთდა. წულაია მშენებლობის დაუყოვნებლივ შეწყვეტას მოითხოვს, წინააღმდეგ შემთხვევაში ქუთაისის მერიის წინ მოსახლეობასთან ერთად მასობრივი აქციების მოწყობით იმუქრება. ,,ყველა ქალაქს გააჩნია გამწვანების გეგმა, რეკრეაციული ზონა, თუმცა ქუთაისში ამას არ ითვალისწინებენ. ვინც ეს გადაწყვეტილება მიიღო, მას არც ქალაქი უყვარს და არც ქვეყანა,“ - აცხადებს წულაია.

    კორპუსის სკვერის ტერიტორიაზე შეჭრას არ ადასტურებენ ქუთაისის მერიაში. მათი განცხადებით, გოგი წულაია მორიგ საცირკო წარმოდგენას აწყობს.

ავტორი: გიგა გელხვიიძე