|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

რა საფრთხეებს შეიცავს ქუთაისის თავისუფალ-ინდუსტრიულ ზონად გადაქცევა

აქართველოს მთავრობამ ქუთაისის ჰუალინგის თავისუფალი ინდუსტრიული ზონის შექმნის შესახებ დადგენილება მიიღო.  ამის შესახებ სამთავრობო პროგრამის - "ძლიერი რეგიონი - ძლიერი საქართველოსთვის" ფარგლებში იმერეთის რეგიონში მყოფმა პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ქუთაისში, ბიზნესწრეების წარმომადგენლებთან შეხვედრაზე განაცხადა.

 თავისუფალი ინდუსტრიული ზონის იდეამ აზრთა სხვადასხვაობა გამოიწვია.  არასამთავრობო ორგანიზაციის  „საზოგადეობრივი ინტერესების დაცვის ცენტრი“ ხელმძღვანელი სულხან ქობულაძე, ინდუსტრიული ზონის იდეის უკან საფრთხეებსაც ხედავს.

 რას მოუტანს ეს  ქუთაი და რეგიონს, მით უფრო ჩინური თავისუფალი ზონა უკვე არსებობს ქუთაისში, რომლისგანაც სიკეთე ქუთაისლებმა ვერ დაინახეს.  ხომ არ გამოიწვევს კიდევ ერთი თავისუფალი ზონის შექმნა ჩინელების მასიურ ჩამოსვლასიმ ქალაქშიიმ რეგიონში, სადაც უმუშევრობის პრობლემა მაღალ დონეზეამით უფრო ჩინეთის სახემწიფოს პოლიტიკაა, რაც შეიძლება მეტი მისი მოქალაქე გავიდეს ქვეყნის გარეთ, რათა ჩინეთში წარმოებული საქონელის რეალიზება მოხდეს ამ ქვეყნებში“-აღნიშნავს სულხან ქობულაძე. მისივე განმარტებით,  შემოსული პროდუქციის რეალიზაცია საბოლოოდ ანადგურებს ადგილობრივი წარმოების პერსპექტივას.

იმერეთი, ქუთაისი მიესალმება ყველა ინვესტიციას(რომლის ნაკლებობა აშკარად იგრძნობა), მაგრამ ეს არ უნდა იყოს ადგილობრივი მუშახელის შემცირების და დემოგრაფიული სიტუაციის ცვლილების ხარჯზეკარგი იქნებოდა ჯერ ამ კითხვებს პასუხი გაცემოდა და ხელისუფლებას ხელი მერე მოეწერა"-აღნიშნავს ქობულაძე.

ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი