|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

რა ქონებას ფლობს ხონის გამგებელი?

საინფორმაციო სააგენტო ,,ნიუპრესი“ აგრძელებს საჯარო მოხელეთა ქონებრივი დეკლარაციების გამოქვეყნებას. შემდეგი საჯარო მოხელე, რომლის ქონებრივ მდგომარეობას გაგაცნობთ, ხონის მუნიციპალიტეტის გამგებელი ჯემალ მებუკეა. 

მებუკემ დეკლარაცია 2014 წელს შეავსო, რომლის მიხედვითაც მისი ქონებრივი მდგომარეობა ასე გამოიყურება: 100.00 კვ.მ ფართობის მქონე საცხოვრებელი სახლი ხონში, 4  (2000.00; 3300.00; 518.00 და 2000.00 კვ. მ) მიწის ნაკვეთი, აღნიშნული უძრავი ქონების 100% – იანი წილის მფლობელი თავად მებუკეა. 
 ამავე დეკლარაციაში ვკითხულობთ, რომ მებუკე ხონის მუნიციპალიტეტის გამგეობასთან ერთად ამიერკავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის, მედიცინის ფაკულტეტის კოორდინატორია, სადაც მისი წლიური შემოსავალი 7680.00 ლარს შეადგენს. 
 აღნიშნულ დეკლარაციაში არაფერია ნახსენები მისი, როგორც ხონის მუნიციპალიტეტის გამგებლის ანაზღაურებაზე, შესაბამისად, გაურკვეველი რჩება, სარგებლობს თუ არა მებუკე ექსპრეზიდენტ სააკაშვილის მიერ დანიშნული უმაღლესი 2600 ლარით განსაზღვრული სახელფასო განაკვეთით.
 

ავტორი: გიგა გელხვიიძე