|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

პრემიერი გარემოს დაცვის ახალ მინისტრს უახლოეს დღეებში დაასახელებს

პრემიერი გარემოსა დაცვის ახალ მინისტრს უახლოეს დღეებში დაასახელებს. ამის შესახებ ირაკლი ღარიბაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა.
ირაკლი ღარიბაშვილიმა არ დაადასტურა გავრცელებული ინფორმაცია, რომ ელგუჯა ხოკრიშვილი, შესაძლოა, ბიძინა გიორგობიანმა შეცვალოს. მისი თქმით,  ბიძინა გიორგობიანის კანდიდატურა გარემოს დაცვის მინისტრის პოსტზე არ განიხილება.
ბატონი ელგუჯა არის ძალიან კომპეტენტური, კვალიფიციური და უწესიერესი ადამიანი. მართლა გული დამწყდა, რომ ვეღარ შეძლო მუშაობის გაგრძელება, მაგრამ ჰქონდა საპატიოს მიზეზიმისი ოჯახი გერმანიაში ცხოვრობს. ვინაიდან ოჯახი ჩემთვისაც ძალიან ძვირფასია, ვეღარ გავუწიე წინააღმდეგობა. მინდა, ბატონ ელგუჯას გაწეული საქმიანობისთვის მადლობა გადავუხადო და წარმატებები ვუსურვო. რაც შეეხება ახალ მინისტრს, მას უახლოეს დღეებში დავასახელებ. ბიძინა გიორგობიანის კანდიდატურა არ განიხილება”, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

ავტორი: ანა ჯიქია