|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

„დანაშაულის გაზრდაზე მედიაზე დაყრდნობით საუბრობენ“-არჩილ თალაკვაძე

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ორგანიზებით 10 ქალაქში პროექტ „უსაფრთხო ქალაქის“ პრეზენტაცია მიმდინარეობს. პროექტის მიზანი ადგილობრივ სამოქალაქო საზოგადოებასთან  თემატური შეხვედრების პირობებში დანაშაულთან ბრძოლის შედეგების წარგდენაა. ამასთან ერთად მოსახლოებას  შს სამინისტროში მიმდინარე რეფორმები და პროექტები მინისტრის მოადგილემ არჩილ თალაკვაძემ წარუდგინა.  

თალაკვაძის განცხადებით,  გასულ წელთან შედარებით, მიმდინარე წელს დანაშულმა 15%-ით იკლო. 

„ნიუპრესის“  შეკითხვას ქუთაისში გაზრდილ კრიმინალთან დაკავშირებით მინისტრის მოადგილემ შემდეგნაირად უპასუხა. 

დანაშულის მატებაზე  ის ადამიანები საუბრობენ, რომლებმაც იგრძნეს, რომ მედია თავისუფალია. ნახეს, რომ თითოეულ ფაქტზე ჟურნალისტები აკეთებენ რეაგირებას და სამინისტროც  თანამშრომლობს მედიასთან. 2014 წელს დანაშაულის 17 000-ზე მეტი ფაქტი გაშუქდა. ბუნებრივია, დამიანები, რომლებმაც ეს ნახეს, ექნებათ საკუთარი სუბიექტური შეფასება და  განწყობა, რომ დანაშაულმა იმატა. სინამდვილეში, ოფიციალურად, დანაშაულმა 15%-ით იკლო. ესაა სრულიად საქართველოს მასშტაბით არსებული ყველა საგამოძიებო უწყების მიერ გამოქვეყნებული მონაცემები, რომელიც პერიოდულად განახლებადია," -  განაცხადა  არჩილ თალაკვაძემ.

ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი