|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ლარი რამდენიმე თეთრით კვლავ გაუფასურდა

ერთი დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.3087 ლარი გახდა. საქართველოს ეროვნული ბანკი მიერ დადგენილი გაცვლითი კურსის მიხედვით, ეროვნული ვალუტის კურსი დოლართან მიმართებაში ისევ გაუფასურდა.

სავალუტო ჯიხურებში დოლარის ყიდვა 2.32-2.33 ლარის ფარგლებშია შესაძლებელი. რაც შეეხება გასაყიდ ფასს, ვალუტის გადამცვლელი ჯიხურები დოლარს 2.29-დან 2.31 ლარის ფარგლებში იბარებენ. 
კომერციულ ბანკებში ერთი აშშ დოლარის ღირებულება 2.33-დან 2.34 ლარამდე მერყეობს. კერძოდ კი, ამ დროის მონაცემებით, "საქართველოს ბანკის" ვებგვერდზე განთავსებული მონაცემების თანახმად, ერთი აშშ დოლარის ყიდვა მომხმარებელს 2.342 ლარად შეუძლია, ხოლო გაყიდვა - 2.282 ლარად.

ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი