|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

"მთავრობის კრახი "მემარცხენეობამ" გამოიწვია"-სულხან ქობულაძე

არასამთავრობო ორგანიზაციის "საზოგადოებრივი ინტერესების  დაცვის ცენტრი" ხელმძღვანელი  სულხან ქობულაძე მიიჩნევს, რომ მთავრობის კრახი მემარცხენე პოლიტიკამ გამოიწვია. "ლარის კურსის ვარდნამ ხაზი გადაუსვა იმ წარმატებებსაცრაც მიღწეული იქნა ბოლო სამ წელიწადში და კიდევ უფრო წარმოაჩინა ხელისუფლების შეცდომები კონომიკაში. მემარცხენეობა დამღუპველია იმ სახემწიფოსთვის, რომელიც ღატაკია",-აცხადებს ქობულაძე. მისი თქმით,  ხელისუფლებას ძირითადი თანხები თავიდანვე ბიზნესის   მხარდაჭერისაკენ რომ მიემართა, დღეს უკვე შედეგებზე იქნებოდა საუბარი. 

ქობულაძის აზრით,  გამოსავალი  ეკონომიკური პოლიტიკის შეცვლაა, რაც მას შესაძლებლად მთავრობის ახალი შემადგენლობის პირობებში წარმოუდგენია: „რაც უფრო დიდხანს იქნება ეს მთავრობა, შედეგი უფრო მძიმე იქნება. მთავრობის შეცვლით "ქართული ოცნება "მოიგებს დროს. იმ დროს,  რომელიც საჭიროა იმ პროექტების განსახორციელებლად, რომელიც დაგეგმილია და ხელს შეუწყობს ქვეყანაში მყარი ვალუტის მკვეთრ შემოსვლას",-აცხადებს ქობულაძე.

ავტორი: ირინა მაკარიძე