|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

პარლამენტის თავმჯდომარემ საგანგებო განცხადება გააკეთა

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ მთავრობისთვის ნდობის გამოცხადების პროცესურის შესახებ კომენტარი გააკეთა. დავით უსუფაშვილის თქმით, პრემიერ მინისტრს აქვს ექსკლუზიური უფლება ვაკანტურ ადგილებზე  მინისტრები დანიშნოს, ამის შემდეგ  საქმეში პარლამენტი უნდა ჩაერთოს.

„ჩვენი კანონმდებლობით, პრემიერ მინისტრს ამისთვის აქვს 2 კვირიანი ვადა, რომ შეარჩიოს ვაკანტურ თანამდებობებზე ახალი მინისტრები. შემდგომ მოქმედი კონსტიტუციის მიხედვით, მთავრობის განახლებულ შემადგენლობას უკვე პრეზიდენტი წარმოუდგენს პარლამენტს და პარლამენტს აქვს უკვე 7 დღიანი ვადა ჩამოსაყალიბებლად და გადაწყვეტილების მისაღებად.

პრემიერ მინისტრს აქვს შესაძლებლობა ერთ მესამედამდე რაოდენობის მინისტრები თავისი შეხედულებისამებრ შეცვალოს და თუ ერთ მესამედზე მეტს შეეხება ცვლილებები, მაშინ პარლამენტი ჩაერთვება საქმეში“, - განაცხადა დავით უსუფაშვილმა. 

 

ავტორი: ანა ჯიქია