|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ქუთაისის მერია პარკირების საწყის ფასს ამცირებს

ქუთაისის მერია პარკირების საწყის ფასს ამცირებს. თავდაპირველი თანხის  -660 000 ლარის შემცირებას ქუთაისის საკრებულოს უმრავლესობამ მხარი დაუჭირა. მერიის მიერ წარმოდგენილი ცვლილება ღირებულების 10–დან 7%–მდე შემცირებას გულისხმობს. რის მიხედვითაც თანხა დაახლოებით 500 000–დან 450 000–მდე მცირდება. ცვლილებას მერი მუნიციპალური საწარმოსთვის დაწესებული შეღავათით ხსნის. როგორც მურღულია განმარტავს, მიმდინარეობს საწარმოს შექმნის პროცესი, ვინაიდან ეს საწარმო მერიის ბალანსზე ფუძნდდება, მას ისეთივე მოსაკრებელს ვერ დაუწესებენ, რასაც კერძო სექტორს. ამასთან შოთა მურღულია არ გამორიცხავს, დაინტერესების შემთხვევაში პარკირების აუქციონი შემცირებული თანხით კიდევ ერთხელ გამოცხადდეს. შეგახსენებთ, რომ ქუთაისის მერიის მიერ პარკირების ადგილებზე გამოცხადებული აუქციონი სამჯერ ჩაიშალა. მიუხედავად აუქციონის არაერთგზის ჩაშლისა, მერი აცხადებდა, რომ პარკირების პირობებში ცვლილება არავითარ შემთხვევაში არ განხორციელდებოდა.

ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 33.65%
გაუარესდა - 52.88%
არ შეცვლილა - 13.46%
სულ - 104 ხმა