|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ქუთაისის ბიუჯეტში პრივატიზაციიდან მხოლოდ 800 000 ლარია შესული


ქუთაისის მერიამ მიმდინარე წელს საპრივატიზაციოდ დამტკიცებულ ნუსხაში  დაახლოებით 300 ობიექტი შეიტანა. ამ დროის მონაცემებით კი ქალაქმა საპრივატიზაციოდ 49–მდე ობიექტი გაიტანა.  აქედან უმეტესობა მიწის ნაკვეთია, ნაწილი კი შენობა–ნაგებობები. 2015 წელს ბიუჯეტში პრივატიზაციის სახით 2 800 000 ლარი უნდა შევიდეს. თუმცა, როგორც მერის მოადგილე კონსტანტინე ქავთარაძე „ნიუპრესსთან“ საუბარში განმარტავს, პრივატიზაციიდან მიღებული თანხა 6 თვის მონაცემებით 800 000 ლარია. ვიცე–მერი ამავდროულად ამტკიცებს, რომ წლის ბოლოსთვის ბიუჯეტს შესრულების პრობლემა არ ექნება.

„მიმდინარე მონაცემებით, დაახლოებით 800 000 ლარი შევიდა ბიუჯეტში. მიუხედავად იმისა, რომ საკანონმდებლო ცვლილებების გამო საპრივატიზაციო პროცესი დაგვიანებით დაიწყო,  ჩვენ მაინც გეგმაზომიერად ვახორციელებთ პრივატიზებას და საფრთხე, რომ  გეგმა არ შესრულდება,  ნამდვილად არ არსებობს. ჩვენ გვაქვს გეგმა, რომლის საფუძველზეც წლის ბოლოსთვის საპრივატიზაციო თანხა სრულად შევა ბიუჯეტში"-განუცხადა ნიუპრესს ქალაქის მერის მოადგილემ.

ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 33.65%
გაუარესდა - 52.88%
არ შეცვლილა - 13.46%
სულ - 104 ხმა