|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

"შიტრიტ ჯგუფი" ქუთაისში რამდენიმე შენობის დათმობას გეგმავს

ქართულ-ებრაული კომპანია "შიტრიტ ჯგუფი" შეჩერებულ  პროექტებზე დაკისრებული ჯარიმის ნაცვლად რამდენიმე შენობის  დათმობას გეგმავს. ამასთან დაკავშირებით საკრებულოს რიგით მე-11 სხდომაზე  განსხვავებული პოზიციები დაფიქსირდა. "ნაციონალური მოძრაობის" თქმით, "შიტრიტ ჯგუფმა" ჯარიმა უნდა გადაიხადოს, რადგან ქალაქს არ აქვს იმის ფუფუნება ინვესტორებს აპატიოს მსგავსი ქმედებები.

"ჩემთვის გაუგებარია, რატომ  ვერ ვთხოვთ ამ კომპანიას გადაიხადოს ჯარიმის 10 მილიონი  ლარი. უნდა ვაიძულოთ, ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებები  შეასრულოს ბოლომდეერთმა კომპანიამ პირდაპირი განკარგვის წესით შეიძინა 13 შენობა 2011 წელს და რომლებსაც ვერ ამუშავებს, გვიბრუნებს ჯარიმის ნაცვლად. ამ შემთხვევაში ყველანაირად დაზარალებული ხდება ქუთაისის მუნიციპალიტეტი და  მსგავსი ინციდენტები არ უნდა ეპატიოთ ასეთ სერიოზულ ინვესტორებს",- განაცხადა ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა დავით გოგისვანიძემ.

"ნაციონალების" პოზიციას არ იზიარებენ უმრავლესობაში. მათი თქმით,  შენობების აუქციონის წესით გაყიდვა უნდა მოხდეს.

"შენობების  ჩუქებასთან დაკავშირებით  ჯერ  არ გვაქვს  დაზუსტებული ინფორმაციაჯერ არ არის გადაწყვეტილი, როგორ  გადაწყდება  ეს საკითხი. ჩვენ უბრალოდ გადავეცით  ეკონომიკის სამინისტროს ეს საკითხი, რომ მოხდეს შეთანხმება. კანონის მიხედვით,  მას აქვს უკვე მორიგებაზე  წასვლის უფლება.  ჩამოწეროს, თუ არა  ეს თანხა, გადაწყვეტილებას მიიღებს  სახელმწიფო.  "ნაციონალებს"  ნახევრის ფასად აქვთ გაყიდული შენობები. ამიტომ აუცილებელია დაბრუნებული შენობები აუქციონზე გაიყიდოს,"-  განაცხადა საკრებულოს უმრავლესობის წევრმა გურამ ტოროშენიძემ.

„შიტრიტ ჯგუფის“ შემოთავაზება რომ მისაღებია, ადასტურებს ქალაქის მერიც და აცხადებს, რომ სამინისტროს გადაწყვეტილებას ელოდებიან.

შეგახსენებთშიტრიტ ჯფუფმა" ქუთაისში 2011 წელს, ქალაქის სხვადასხვა ტერიტორიაზე 13 ობიექტი, 3 143 000 ლარად შეიძინა. კომპანიას აღნიშნული ობიექტებიდან სამ მათგანზე სამშენებლო სამუშაოები 2013 წლის 1 იანვრისთვის უნდა განეხორციელებინა.თუმცა მითითებულ ვადებში "შიტრიტ ჯგუფმა" ქუთაისში მხოლოდ სასტუმრო "Empire"  დაასრულა. საჯარიმო თანხა დღიურად 5 000 ლარს აღწევდა.

ავტორი: ანი ლიპარიშვილი

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 33.65%
გაუარესდა - 52.88%
არ შეცვლილა - 13.46%
სულ - 104 ხმა