|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

დაუბრუნდებიან თუ არა ქართული ძეგლები მსოფლიო მემკვიდრეობის ნუსხას?

იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის კომიტეტის სხდომამდე კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრი მიხეილ გიორგაძე, ქუთაისის მერთან, შოთა მურღულიასთან და კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს დირექტორ ნიკოლოზ ანთიძესთან ერთად ბაგრატის ტაძარსა და გელათის სამონასტრო კომპლექსში იმყოფებოდა.

30 ივნისს გერმანიაში, ბონში იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის კომიტეტის 39-ე სესიას გაიმართება. კომიტეტზე განსახილველ ასზე მეტ საკითხთან ერთად, საფრთხის ქვეშ მყოფი მსოფლიო მემკვიდრეობის ნუსხაში შეტანილი კულტურული მემკვიდრეობის ქართული ნიმუშების - მცხეთის ისტორიული ძეგლების, გელათის მონასტრისა და ბაგრატის საკათედრო ტაძრის საკითხსაც განიხილავენ. 
კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრო მსოფლიო მემკვიდრეობის ძირითად ნუსხაში აღნიშნული ძეგლების დაბრუნების საკითხზე აქტიურად მუშაობს.
ქართული კულტურის პოპულარიზაციის მიზნით, ევროპისა და ჩრდ. ამერიკის 50-ზე მეტი ქვეყნის 100-მდე წარმომადგენლისთვის იუნესკოში ქართული მიღება - ღვინის დეგუსტაცია გაიმართება. კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სფეროში საქართველოს საერთაშორისო პარტნიორები, უშუალოდ დააგემოვნებენ ქვევრის ღვინოს, რომლის დაყენების უძველეს ქართულ ტრადიციულ მეთოდს იუნესკოს არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის კომიტეტის მე-8 სესიაზე მსოფლიოს არამატერიალური მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი მიენიჭა.


ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 33.65%
გაუარესდა - 52.88%
არ შეცვლილა - 13.46%
სულ - 104 ხმა