|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

"რა ვალი აქვს ქალაქს ამ ადამიანების?!"- ნატო ქათამაძე

ნატო ქათამაძე ააიპებში კონკურსების ჩატარების გადაწყვეტილებას არ ეთანხმება. მისი თქმით, პირველ რიგში შესწავლილი უნდა იყოს რამდენად არის საჭირო "გაბერილი" შტატები. 

"თანამშრომლებს პენსიებად მისდით სახლში ხელფასები და ფაქტიურად, საქმეს არ აკეთებენ. რაც ყველაზე აღმაშფოთებელია ამ კონკურსებს ჩაატარებენ ისევ ის ადამიანები, ვისაც წლების მანძილზე ვებრძოდით. ესენი  არიან ლადო პატარიძე, ამირან ხვადაგიანი, კახა დალაქიშვილი და გივი ფანჩულიძე.  რა ვალი აქვს ქალაქს ამ ადამიანების, რომ  ვერ თავისუფლდება ამით?! თუკი დაინტერესდება აუდიტის სამსახური, მათ საქმიანობებში  ძალიან ბევრ შეუსაბამობას და კანონდარღვევას  ნახავს",-განაცხადა საკრებულოს წევრმა ნატო ქათამაძემ.

შეგახსენებთ, ქუთაისის საკრებულოს დღევანდელ სხდომაზე ერთერთი განსახილველი საკითხი ააიპებში დაგეგმილი ატესტაცია იყო. 

ავტორი: ანი ლიპარიშვილი

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 33.65%
გაუარესდა - 52.88%
არ შეცვლილა - 13.46%
სულ - 104 ხმა