|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

"მერიის საბინაო სამსახური მოსახლეობის პოლიტიკურ განწყობას ადგენს"

ქუთაისის მერიის საბინაო სამსახურისა და მუნიციპალიტეტების თანამშრომლების მიერ მოსახლეობის აღწერას პოლიტიკურ შეფასებას აძლევენ. როგორც არასამთავრობო ორგანიზაციის „ევროპა ჩვენი სახლია“ დამფუძნებელი გია გოქაძე აღნიშნას, მერია მოსახლეობის აღწერას საარჩევნოდ ახდენს, რადგან ამ მეთოდით  მოსახლეობის პოლიტიკური განწყობის დადგენას ცდილობენ.

"საბინაო სამსახურის მიერ მოსახლეობის აღწერას, მხოლოდ ერთი მიზანი აქვს - საარჩევნოდ მოსახლეობის განწყობის დადგენა. რადგან იმ კითხვარს, რასაც მუნიციპალიტეტების თანამშრომლები მოსახლეობას ავსებინებენ, აღწერასთან საერთო არაფერი აქვს. რამდენი ოთახი აქვს, კეთილმოწყობილია, თუ არა–ამ კითხვებს აღწერასთან რა კავშირი აქვს? უბრალოდ, მერიამ არჩევნები ღიად გამოაცხადა“,–განაცხადა გია გოქაძემ.

მისივე განცხადებით, ტერიტორიული მართვის ორგანოებში შტატები გაბერილია და რეალურად, ამდენი თანამშრომელი საჭირო არ არის.


ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 33.65%
გაუარესდა - 52.88%
არ შეცვლილა - 13.46%
სულ - 104 ხმა