|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

„მოსახლეობის აღწერა სოციალური ჯგუფების სტატისტიკის დასადგენად ხდება“

გია გოქაძის ბრალდებას მერიის საბინაო სამსახურის უფროსი ვლადიმერ ნაკაშიძე დაგვიანებულს უწოდებს და ამბობს, რომ საბინაო სამსახურის მიერ მოსახლეობის აღრიცხვის მიზანი სოციალური ჯგუფების სტატისტიკის დადგენაა და არა საარჩევნოდ პოლიტიკური განწყობის გაცნობა.

ადმინისტრაციულ ერთეულებში (ყოფილი მუნიციპალიტეტები) არ დაგვხვდა არანაირი ელექტრონული ბაზა, რომელიც მოსახლეობის სტატისტიკას გვიჩვენებდა. არსებობდა მხოლოდ არასრულყოფილი ბაზა საოჯახო ბარათების სახით, რომელიც წლების წინ დაიგეგმა და პერიოდულად ხდებოდა მისი განახლება. გოქაძეს ბრიფინგი დაუგვიანდა, რადგან საბინაო სამსახურის თანამშრომელები უკვე მეორე თვეა ახდენენ მოსახლეობის აღრიცხვასა და სოციალური ჯგუფების მიხედვით სტატისტიკის შედგენას, ასევე საბინაო ფონდის აღწერას. ბატონი გ.გოქაძის დროს მუნიციპალიტები საარჩევნო მანქანას წარმოადგენდა, სადაც 10-დან 15- თანამშრომლამდე იყო დასაქმებული. ჩვენ ვქმნით თანამედროვე მომსახურების სერვის ცენტრებს, სადაც 4-დან 7-მდე თანამშრომელი მუშაობს,“–განაცხადა ვლადიმერ ნაკაშიძემ.

ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 33.65%
გაუარესდა - 52.88%
არ შეცვლილა - 13.46%
სულ - 104 ხმა