|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ქუთაისში 2 სკვერის კეთილმოწყობა მიმდინარეობს

ქუთაისში სკვერების კეთილმოწყობა მიმდინარეობს.   რუსთაველის №37_ისა და ბუხაიძის №6_ის მიმდებარე ტერიტორიაზე სკვერების სარეაბილიტაციო სამუშაოები ქალაქის მერმა  და საკრებულოს თავმჯდომარემ დაათვალიერეს.

  როგორც მერიის პრესსამსახური იტყობინება, სამუშაოებს შ.პ.ს ,,თეგიკაუნივერსალი“ ახორციელებს. სკვერების რეაბილიტაციისთვის 136 974 ლარი ადგილობრივი ბიუჯეტიდან იხარჯება. კეთდება სკამები, დეკორატიული განათება, დაწნეხილი ფილები , მწვანე საფარი, დეკორატიული მცენარეები და სარწყავი სისტემა.  სკვერების სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარე წლის აპრილში დაიწყო და ივლისის ბოლოს დამთავრდება. ქალაქის მერის შოთა მურღულიას განცხადებით კი,  "ბოლო წლების განმავლობაში არ ყოფილა პრეცენდენტი იმისა, რომ მასშტაბური სამუშაოები სკვერების რეაბილიტაციის  მიმართულებით განხორციელებულიყო". მისი თქმით, ინფრასტრუქტურის განვითარება და გარემოზე ზრუნვა  მნიშვნელოვანია, რათა ჩვენს ქალაქში  კარგი საცხოვრებელი პირობები შეიქმნას

ავტორი: ნიუპრესი

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 33.65%
გაუარესდა - 52.88%
არ შეცვლილა - 13.46%
სულ - 104 ხმა