|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

"არსებულ ნორმას ხელი არ შეუშლია ტანვარჯიშის დარბაზის გასხვისებაში"

კანონმდებლებმა გუშინ პირველი მოსმენით მხარი დაუჭირეს კანონპროექტს, რომელიც   მერიას საკრებულოს გარეშე ქონების გასხვისების უფლებას აძლევს.  ცვლილება „თვითმმართველობის კოდექსში“ შედის, რომელიც  უმრავლესობის წარმომადგენელმა გია ჟორჟოლიანმა წარმოადგინა. პროექტი მიუღებლად მიაჩნიათ ოპოზიციის წარმომადგენლებს.  უმრავლესობისაგან განსხვავებით, უმცირესობის წევრები ამაში კორუფციის საფრთხეს ხედავენ.

 როგორც ქუთაისის ყოფილმა  მერმა, ,,ნაციონალმა“ დეპუტატმა გია თევდორაძემ  „ნიუპრესს“ განუმარტა, ცვლილება მხოლოდ თბილისს შეეხება, რაც დედაქალაქის მერს დისკრეციულ უფლებას აძლევს, ნებისმიერი ქონების გასხვისების საკითხი თავად გადაწყვიტოს.  დეპუტატის თქმით: „უცნაურია, რომ ეს ცვლილება მხოლოდ თბილისს ეხება, თუ საინვესტიციო გარემოს გაჯანსაღებაზე ზრუნავენ, გამოდის, რომ დანარჩენი საქართველო არ აინტერესებთ?!“

თევდორაძის თქმით, არსებული ნორმას  მისთვის ხელი არ შეუშლია ქუთაისში ტანვარჯიშის დარბაზის გასხვისებაში: „არსებულ ნორმას არანაირი ბარიერი არ შეუქმნია ქუთაისში ჩემი მერობის  დროს ქალაქის ცენტრში მდებარე ტანვარჯიშის დარბაზის გასხვისებაში, სადაც „ბაგრატი 1003“-მა კიდევ ერთი კორპუსი ააშენა, რომელიც არც თუ დიდი ხნის წინ ზარზეიმით გახსნა პრემიერმა“, -განაცხადა გია თევდორაძემ.


ავტორი: ირინა მაკარიძე

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 33.65%
გაუარესდა - 52.88%
არ შეცვლილა - 13.46%
სულ - 104 ხმა