|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

იმერეთის გუბერნატორმა ვანში გასვლითი რეგიონული თათბირი გამართა

  იმერეთის სამხარეო ადმინისტრაციამ ვანის მუნიციპალიტეტში გასვლითი რეგიონული თათბირი გამართა. იმერეთის გუბერნატორმა,  გივი ჭიჭინაძემ გამგებლებთან ერთად, 2015 წლის ინფრასტრუქტურული პროექტების მიმდინარეობის შესახებ იმსჯელა. მხარის 12 – ვე მუნიციპალიტეტში აქტიურად მიმდინარეობს სხვადასხვა სახის სამუშაოები. ამ ეტაპზე ხორციელდება: საგზაო ინფრასტრუქტურის მოწესრიგება, მიწისქვეშა კომუნიკაციების გამოცვლა, ფასადების კეთილმოწყობა, სკვერებისა და ქუჩების რეაბილიტაცია. შეხვედრაზე ასევე, იმერეთში ტურიზმის განვითარებასთან დაკავშირებული საკითხებიც განიხილეს. რეგიონულ თათბირს გუბერნატორის პირველი მოადგილე პაატა ნადირაძე, ვიცეგუბერნატორები: გიორგი ჭიღვარია და იოსებ ხახალეიშვილი, მუნიციპალიტეტების გამგებლები, საქართველოს მთავრობის კანცელარიისა და რეგიონული პროექტების კოორდინირების სამსახურის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.  გივი ჭიჭინაძემ ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად ვანის ცენტრალური სტადიონი და სპორტული კომპლექსი დაათვალიერა.

რამდენიმე კვირის წინ „ნაციონალურმა მოძრაობამ“  ანტიკორუფცილუი სხდომა სწორედ ვანში გამართა და  გამგებელი ნეპოტიზმსა და ინფრასტრუქტურული პროექტების შეჩერებაში დაადანაშაულა.

ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი